ღვინის აღმართს ავუყევი ქალაქური ღიღინით, შემეგება მეგობარი სიმღერით და ღიღინით. ქალაქელი კაცი გულში ბოროტს როგორ გაივლებს, ვეფერები შეყვარებულ, ჩახუტებულ აივნებს.
მის: სულის მანათობელო, ჩემო საგალობელო, დედასავით ნაათელოოოო, შენთანა ვარ ფიქრით და შენთანა ვარ ოცნებით, შენთვის დავილოცაბიიიი. ჩემო დედა-თბილისო.
მტკვრის ტალღებში თავს იწონებს მოშრიალე ჭადარი, მხარს გიმშვენებს ძმა-ბიჭების მოქეიფე ამქარი. გული მუდამ შენ გეძახის, გული მუდამ შენ გიხმობს, აბა, როგორ არ გიმღერო, სიმღერა ხარ შენ თვითონ.
მის: სულის მანათობელო, ჩემო საგალობელო, დედასავით ნაათელოოოო, შენთანა ვარ ფიქრით და შენთანა ვარ ოცნებით, შენთვის დავილოცაბიიიი. ჩემო დედა-თბილისოოოოოო.