მიზეზს ვეძებ,ვერ გავიგე,–ნეტავ რა იყო? როგორ მოხდა,ჩვენი გზები ორად გაიყო?! სხვა რა დამრჩა სევდის გარდა, რაც მიყვარდა,რაც კი მწამდა, წარსულმა სულმთლად წაიღო... სხვა რა დამრჩა სევდის გარდა,– რაც მიყვარდა,რაც კი მწამდა, წარსულმა სულ თან წაიღო!.. –არც მოლოდინი,არც შეხვედრები, თითქოსდა ცხადად არ იყო... არც საყვედური,არც ხმა ვედრების... წარსულმა სულმთლად წაიღო... არც საყვედური,არც ხმა ვედრების,– წარსულმა სულ თან წაიღო!.. –დამრჩნენ მხოლოდ ფიქრები დაუღალავ მდევრებად... სიზმრად წასულ დღეების მესმის ჩუმი ვედრება. –როცა ჩემთვის სიზმარს ჰგავდი,ცხადად ახდენილს... –როცა შენზე ლოცვად იქცა გული თავხედი... –ამოსუნთქვაც არ მადროვე,იმედიც კი არ დატოვე; არ ვიცი,საით წახვედი!.. –არც შეხვედრები,არც მოლოდინი,თითქოსდა ცხადად არც იყო... არც საყვედური,არც ხმა ვედრების... წარსულმა სულმთლად წაიღო... არც საყვედური,არც ხმა ვედრების,–წარსულმა სულ თან წაიღო!.. წარსულმა სულ თან წაიღო...