არ მავიწყდები, წლებიც მიქრიან, გულში სუსხია, და ცივი ქარი, გაცნობის დღიდან მე შენ გიწოდე, ჩემი მიზანი, ოცნების ქალი. ლამაზ ღამეებს, ალერსით დაღლილს, ვერ წაშლის წლების უტყვი დინება, გიხსენებ ისევ, ღიმილით ცრემლით, ეს ცრემლიც ალბათ მეპატიება. არ მემეტები სხვებისთვის რა ვქნა, სხვის ტუჩის გემოც არ მსურს გაიგო, რაც კი გამაჩნდა ოცნება, ლექსი, დრომ შენთან ერთად სადღაც წაიღო. ვიცი არ ესმის ჩემი არავის, არც მაქ სურვილი რომ ვგავდე ყველას, შენ მიმატოვე, ხალხმა გამრიყა, მხოლოდ უფლისგან ველი მე შველას. არ ხარ ძვირფასო შენ გლოვის ღირსი, ეს მე უთქმელად, უსიტყვოდ ვიცი, მაგრამ რა ვუყო დაჩაგრულ აზრებს ერთ დროს ჩემ თავს რომ მივეცი ფიცი. გემშვიდობები, გისურველ გყავდეს მოსიყვარულე, ერთ