Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

zaza nozadze - shevxvdebit sadme | Текст песни

შევხვდებით ისევ პატარა პარკში,
ან ოცნებაში საკურთხეველთან,
ჩაის კაფეში,ან ვიწრო ბარში
მარტო თუ ვინმე უცხო მხლებელთან.
შევხვდებით ბოლო სართულზე სახლის,
ცოდვილ აზრებში გართული ხიბლით
და გაკვირვებით იქ ჩემის ნახვით,
უსიტყვო დიალოგს მოვაწყობთ ფიქრით.
შევხვდებით სანაპიროზე ზღვის
და გაირუნჯოს გრძნობებიც ფერში,
ჩასვენებისას მდუმარე მზის,
ბავშვივით ნიჟარებს ჩაგიკრეფ ხელში.
შევხვდებით ყველა წერტილში აზრთა,
შიგ გაზაფხულში, მარტში გპირდები
და პაემანი სადაც დაარსდა,
იქ სადაც დუმან პირამიდები.
შევხვდებით მთაში ძველ წყაროს წყალთან,
ანკარა გრძნობებს შეგასმევ პეშვით,
დავტკბები ყოფნით საყვარელ ქალთან,
გოგონავ, ბოდიშით რომ ვერ მოგეშვით.
შევხვდებით თუნდაც სიგიჟის ძღვარზე,
კარების ზღურბლზე მთლად გადარევის,
ანდა ორკესტრის მინორულ ვალსზე,
თუნდაც მკლავებში სხვა კავალერის.
შევხვდებით აქვე ჩემს ძმა ბიჭებით,
მაგ შენი ტრფობის ხედი არის.
შენს დარაბებთან ყოველ ნაბიჯებით
სულ ნამთვრალევი ხეტიალისას.
შევხვდებით დანაოჭებულ მზერით,
ურნასთან ნაგვით ან თავთან ხიდის,
ავადმყოფ სხეულს განვკურნავ შენით,
ამ გამყიდველთან გრძნობებს რომ ჰყიდის.
შევხვდებით აზრში, უაზრობაში,
გოგონა, ვერ გთმობთ ნუთუ ვერ ხვდებით.
მინდა შეხვედრა, სხვა არაფერი,
შევხვდებით, აუცილებლად შევხვდებით.
შევხვდებით ქალაქის ბნელ მიდამოში,
როცა მე მთვარის დუმილიც მართობს,
როცა ამ ადგილს შენც ითარეშებ,
როცა ჩემსავით დადიხარ მარტო.
შევხვდებით თუნდაც მიწაში ცაში,
ვულკანის ბოლო ამონთხევებთან,
შევხვდებით ისევ პატარა პარკში,
ან ოცნებაში საკურთხეველთან.

zaza nozadze еще тексты


Видео
Нет видео
-
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1