შენი სურვილი მეწადა ვაჟავ და შენზე ფიქრმა მომცა წამალი გულს გამიჩინე ტკბილი იარა , აღარ მჭირდება ქვეყნად არავინ გრძნობამ აატირა ჩემი სიმღერა , სევდამ დაფარა ტრფობა ალალი გული ვერ დაგთმობს ვერ შეგელევა, დაგელოდები ვფიცავ მარადის აღარ გამათბობს შენი ღიმილი ვეღარც თვალების ცქერა დამათრობს უმისამართოდ ეულად ვივლი აღარ ვიდარდებ შენზე არასდროს ...
შენ ვერ გამიგე გულის წადილი რად ამატკიე უფრო იარა მე სიყვარული მეწადა შენი ეგ სითბო შენი სხვა რამ კი არა ეს სიყვარული ქარმა წაიღო და ჩემმა გულმა კენტად იარა არ გსურდა ჩემი გაგეგო დარდი დავეხეტები ობლად ტიალად აღარ გამათბობს შენი ღიმილი ვეღარც თვალების ცქერა დამათრობს უმისამართოდ ეულად ვივლი აღარ ვიდარდებ შენზე არასდროს ...