ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ? როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს შენი მე სახება დამსდევს თან ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... ჩარი ჰქრის, ჩარი ჰქრის, ჩარი ჰქრის