მე რა მამღერებს,
უძირო ზეცა ზამბახის ფერი,
თუ მილხინს ვმღერი,
თუ ვსევდიანობ მაინცა ვმღერი.
მე რა მამღერებს,
ვარდების სუნთქვა ყაყაჩოს ფერი,
ალბათ სიმღერით თუ დამანათლეს
ჰოდა მეც ვმღერი...
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩემი სიმღერა,
ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა,
როცა ვმღერივარ, შორიდან მათბობს
ჩემი ბავშვობა.
როცა ვმღერივარ,
მე ჩემს მომავალს სიბერეს ვხედავ,
დაუკითხავად სულში შემოდის
ფარული სევდა.
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩემი სიმღერა,
მთებმა მასწავლა ჩიტების სტვენამ.
ასე მგონია ამ სიმღერებით
ავიდგი ენა.
როგორც ამბობენ
სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი,
სიმღერით მოვკვდე რაღა ვინატრო
ამაზე მეტი.
давид кваша еще тексты
Другие названия этого текста
- ★⏝ﻉxClu$i√⏝★ - Гия Канчели, Петрэ Грузинский. Из к/ф (0)
- давид кваша - Гия Канчели, Петрэ Грузинский. Из к/ф (0)
- 123 - Гия Канчели, Петрэ Грузинский. Из к/ф (0)
- Вахтанг Кикабидзе - Гия Канчели, Петрэ Грузинский. Из к/ф "Мимино" ("ჩიტო-გვროტო...") (0)
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1