"გერგეტის წმინდა სამება" ხევში მყინვარის ბეთლემში
ლოცვით იწვება სანთელი
ღმერთს უგალობენ ბერები
ერს რომ მოჰფინოს ნათელი. გერგეტის წმინდა ტაძარი დაშენებული კლდეზედა სამების საბრძანისია უფალი მეფობს ჩვენზედა.
დავითის ნაგებ ციხეზე სამეფო დროშა ფრიალებს ღვთისგან კურთხეულ მიწაზე სამტროდ რა უნდათ ტიალებს.
უფალო მოგვეც სიმტკიცე
კავკასიონის მთებისა
ლაშქარს კვლავ უხმობს მეხივით კლდის ციხე თამარ მეფისა. უფალს შევთხოვოთ ერთობა ერთსულოვნება ერისა მშვიდობა გამთლიანება ღვთის მშობლის წილხვედრ ქვეყნისა. ლექსის ავტორი: ნიკოლოზ გოდერძიშვილი