Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Дато Худжадзе - Xoxbis yelivit lamazi | Текст песни

ხოხბის ყელივით ლამაზი
ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემსკენ იღიმის მაცდურად
ბინდი გადმეკრა თვალზედა

ნეტავი თუ გყავს ქმარია
მარტო რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო
არ მოგიცილებ მკლავზედა

ჩაძინებულს რომ გნახავდე
შვლის ნუკრის თვალებიანო
ქალავ შენს ახლოს ვერ მოვალ
გული არ შაგიფრთხიალო

მარტო დაგხედავ მძინარსა
ჩუმად რომ შაგეხმიანო
იქნებ ჩურჩულით შაგკითხო
რა გესიზმრება ფრთიანო

შენს თავს არავის დავუთმობ
ვფიცავ ამ ჩემსა მზესაო
შენთვის გავწირავ სიცოცხლეს
შენთვისა შევძრავ მთრებსაო

ბევრს არასა გთხოვ მისმინე
ამ ჩემი გულის კვნესაო
ამაღამ ჩემთან გადმოდი
არაკებს გეტყვი ბევრსაო.

Дато Худжадзе еще тексты


Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1
Видео
Нет видео
-