მე რა მამღერებს უძირო ზეცა, ზამბახის ფერი, თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი. მე რა მამღერებს, ვარდების სუნთქვა, ყაყაჩოს ფერი, ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს, ჰოდა მეც ვმღერი.
ჩემი სიმღერა‚ ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა, როცა ვმღერივარ‚ შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა. როცა ვმღერივარ‚ მე ჩემს მომავალს სიბერის ვზედავ‚ დაუკითხავად სულში შემოდის ფარული სევდა.
ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს, ჩიტების სტვენა, ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა, როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი, სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო ამაზე მეტი.