წმინდა სანთლის სხივი ხარ და ჩაუმქრალი ღიმილი ხარ, და არავის, სულ არავის არ გავხარ, თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ, ვინც შეგწვდება იმისი ხარ, შენს ლოდინში სიჭაბუკე გათავდა.
მისამღერი: სადღაც მიჰქრის თეთრი რაში, სადღაც მღერის თეთრი გედი - ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ. აენთება ღვინო ჯამში აფეთქდება ჩემი ლექსი და შენ დაგენთება კარგო კელაპტრად.
თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ, თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს, ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას, მიართვით, მიართვით.
ვინც დალია ისევ იმან დაილოს, ვინც უყვარდათ, ისევე ის უყვარდეთ, ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს, სინათლეს, სინათლეს.
საქართველო უსასრულო ფიქრია, ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს, რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია, გიყვარდეს, გიყვარდეს, გ