Сулико (груз.; муз. Варвары Церетели - ст. Акакия Церетели)
Оригинальное стихотворение А. Церетели:
სულიკო საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!.. გულამოსკვნილი ვჩიოდი: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო, გულის ფანცქალით ვკითხავდი: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ ნიშნად თანხმობის კოკობი შეირხა... თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმატკბილე ჩიტუნას: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“ დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო, მას შევეკითხე შეფრქვევით: „შენ ხომ არა ხარ სულიყო?!“ დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახა+