ლექსის ავტორი - მამა პეტრე მუსიკა დათო არჩვაძეს *** გზაში ვარ წვიმს და მარტივით ცივა, ნეტავ შენ სად ხარ ჩემო ბეღურა... ალბათ სიშორე გაკრთობს და გტკივა და მაინც ხარობ თავისებურად...
ზამთარიც უკვე თავის გზით წავა, ფერდობზე მიწა ამოყრის იებს, მე მიუვალი მონასტრის გზა ვარ, დაგვიანება, გთხოვ, მაპატიე...
მარტი მთვარისგან არის ორსულად, აპრილისხელა სიცოცხლეს ელის, ნუშისთვალება ფიქრი მოსულა, და სხეულს უჩენს პერანგი სველი...
გზაში ვარ წვიმს და ამინდი მარტობს, გეძებ და ვთბები თავისებურად, ნეტავ იცოდე, რა გულით გნატრობ, თავს სად აფარებ, ჩემო ბეღურა...