გამოდით ბიჭებო სათქმელი ვთქვათ
გული გულს და მხარი მხარს!
რაც გულში სევდა და დარდები გვაქვს
ერთად გავატანოდ ქარს!
გაუგებრობა რომ აღარ იყოს
წამი-წუთი სოფელში
გამოდით და ერთად გადავეშვათ
სიყვარულის მორევში!
ის კაცი მუდამ ღირსეულია
შეცდომას ვინც არ უშვებს,
მაგრამ ის უფრო საქები იყოს,
რომ გამოასწორებს ძველს!
გამოდით ბიჭებო გამოდით
ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან
თორემ არ გვიტირებს არავინ
ისე გაგვიტანენ სახლიდან
გამოდით ბიჭებო გამოდით
ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან
თორემ ვერ გაიგებს ვერავინ
ისე გაგვიტანენ სახლიდან.
გამოდით ბიჭებო სათქმელი ვთქვათ
ბერები გავახაროთ
გამოდით სანამ სააქაოს ვართ
და ეს ლექსი ვიმღეროთ
შვილთა-შვილებს თუ არ დაუბარეთ
უფლება ჩვენ არა გვაქვს
დედამიწა რომ სულიერია
და ხესაც რომ სული აქვს!
გამოდით ბიჭებო სათქმელი ვთქვათ
ეს ხომ ჩვენი ვალია
დედა რომ გარდაცვლილი გვეგონა
თურმე ის ცოცხალია!
გამოდით ბიჭებო გამოდით
ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან
თორემ არ გვიტირებს არავინ
ისე გაგვიტანენ სახლიდან
გამოდით ბიჭებო გამოდით
ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან
თორემ ვერ გაიგებს ვერავინ
ისე გაგვიტანენ სახლიდან
Gia Nikoladze еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1