მინდა რომ წვიმდეს... აი აქ მინდა ვიარო, და მინდა რომ წვიმდეს, მინდა ძალიან შორს ვიყო და ვახსოვდე ვინმეს. ისევ შენზე ნაზი ფიქრით, მოვერიო ღამეს... ის რომ დიდი ნაგავი ვარ, დავაჯერო მთვარეს, ისევ მინდა მოვეფერო, ამ სევდიან სტროფებს, უარსაც ვერ ვეუბნები, ცივ არყიან ბოთლებს... ისევ მინდა რომ შევცვალო, ის მცირედი რაღაც, მაგრამ ის რომ შემეშალა, წავიქეცი სადღაც... მინდა ჩემთვის, ჩემთვის ვიყო და მინდა რომ წვიმდეს, იქნებ სულაც არ ვუყვარვარ, იქნებ ვძულდე ვინმეს, არ მინდა რომ ძირს დავეცე, ამ ცხოვრების გზაზე, ის რომ გული მეტკინება და გამცვლიან სხვაზე... მინდა მხოლოდ აქ ვიარო, და მინდა რომ წვიმდეს, არასოდეს ვუღალატო, ან დავნებდე ვინმეს... ისევ ვცდილობ, რომ როგორმე მოვერიო ღამეს, მაგრამ ვერა, ვერ გამომდის მომიხერხებს რამეს, სხვა რა გზა მაქვს, მაინც მიწევს შეგუება ბედთან, ვიცი ბევრი დავაშავე და შევცოდე ღმერთთან... მოვა დრო და მეც დაგტოვებთ, და მინდა რომ წვიმდეს, ალბათ მარტო არ ვიქნები, ვეყვარები ვინმეს....