მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში,
ღრუბელები ჩამოწყდა ცას,
ამბავი ციდან მოუყვა ზღვას,
მოვიდა წვიმა და ასველებს ნავს.
დიდი ხანია მინდა,
გავიგო რა არის წმინდა,
იფიქრე რამდენიც გინდა,
ვიჯექი ნავში და წვიმდა.
უსიყვარულოდ ცხოვრება ძნელია,
რასაცა გასცემ შენია,
თუ რამე რჩება ფულია,
რაცარა დაკარგულია.
დიდი ხანია მინდა,
მივხვდე რა არის წმინდა,
იფიქრე რამდენიც გინდა,
ვიჯექი ნავში და წვიმდა.
ნეტა ვინ წამიყვანს მე,
ვერ ვიძნებ დილამდე,
წამოდი ერთად ვიაროთ,
ქვეყანა შემოვიაროთ.
დიდი ხანია მინდა,
რომ მივხვდე რა არის წმინდა,
იფიქრე რამდენიც გინდა,
ვიჯექი ნავში და წვიმდა.
მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში,
ღრუბელები ჩამოწყდა ცას,
ამბავი ციდან მოუყვა ზღვას,
მოვიდა წვიმა და ასველებს ნავს.
Niaz Diasamidze еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1